გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შერთულში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შერთულში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 649 899.97 ლარია, გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება.
“სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 875 მეტრია, დღემდე ასფალტის საფარი არ ყოფილა. ნალექის დროს გზაზე გადაადგილება უჭირდა როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ქვეითებს.
პროექტის მიხედვით, მოწესრიგდება როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ასევე ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. გარდა ამისა, მოეწყობა 1 010 გრძივი მეტრი სანიაღვრე არხი ც.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს მოუწესრიგებელი გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ”, – აცხადებენ გორის მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები