20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე – მცხეთის სასამართლოში წინასასამართლო სხდომა იწყება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა იწყება. მომხდარში ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და სასამართლოს წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნით მიმართავენ.

ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი კუჭავას ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯგუფურად ხულიგნობას ედავებიან. თუმცა ფოტოსურათი არ არის იმის მტკიცებულება, რომ კუჭავამ ხულიგნობა ჩაიდინა, მით უმეტეს ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით.

“კუჭავას, როგორც ჩხუბში მონაწილეს, ნამდვილად არავინ არ ასახელებს, იქ უამრავი მოწმეა დაკითხული, რომელიც არ ამბობს, რომ კუჭავამ ან ხულიგნობა ჩაიდინა ან ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ან იგინებოდა ვინმეს მისამართით,” – აცხადებს უფლებადამცველი.

შეგახსენებთ, მკვლელობა ცხვარიჭამიაში 28 ივლისს მოხდა, დაბადების დღის წვეულებაზე, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა, სადაც 20 წლის მირიან კუკავა დანით სასიკვდილოდ დაჭრეს. საქმეზე 8 პირი დააკავეს, გამოძიება მათ ნაწილს ხულიგნობას, ნაწილს კი დანაშაულის დაფარვას ედავება. მკვლელობის ბრალდება დავით ჯიჯეიშვილს წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები