ითხვისის მოსახლეობა ჭიათურის მერიასთან აქციას მართავს

სოფელ ითხვისის მოსახლეობა ჭიათურის მერიასთან აქციას მართავს. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას და მათ პრობლემებზე რეაგირებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი სახლების ქვეშ მანგანუმის მოპოვება მიმდინარეობს, რის გამოც შენობების უმეტესობა საცხოვრებლად უვარგისია, მიწები კი დამეწყრილი. ითხვისელები ასევე ამბობენ, რომ კომპენსაცია,რასაც მათ უხდიან საკმარისი არ არის.

“ჩემი სახლი არის დაბზარული, დახსნილი, სახლის უკან მიწა არის სულ მოხსნილი და დიდი კლდე არის გამოჩენილი. ამ სახლში ვცხოვრობთ 10 ადამიანი, ახლა მოდიან და გვეუბნებიან დაცალეთ სახლი, რის ნიადაგზე, რატომ უნდა დავცალოთ, ჰაერზე გვეუბნებიან დაცალეთ, წადით, ვერსად ვერ წავალთ, სოფელში სახლის დაცლა არ არის ადვილი”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ცნობისთვის, ითხვისელები აქციებს პერმანენტულად მართავენ და მათი მოთხოვნები უცვლელია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები