USAID-ის “ძლიერი სოფლის პროგრამის” რეგიონულ კოორდინატორებსა და ყაზბეგის მერიის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
USAID-ის “ძლიერი სოფლის პროგრამის” ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტის რეგიონულ კოორდინატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საუბარი შეეხო “ძლიერი სოფლის პროგრამის მნიშვნელობას”, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე საწარმოებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უნარების გაძლიერებას.
“პროგრამის კოორდინატორებმა, პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს, რეგიონულ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ბიზნეს სექტორთან, საზოგადოებრივ ინსტიტუტებსა და მეწარმეებთან შუამავლობა სთხოვეს.
თავის მხრივ, ბაკურ ავსაჯანიშვილმა “ძლიერი სოფლის პროგრამის” მნიშვნელობასა და იმ სიკეთეებზე ისაუბრა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, სხვადასხვა პროექტების სახით, ჩვენი ქვეყნის რეგიონებში ახორციელებს.
შეხვედრის ბოლოს, სამომავლო შეხვედრები ჩაინიშნა მერის სპეციალურ წარმომადგენლებთან ექვსივე ადმინისტრაციულ ერთეულში. პროგრამის განხორციელების საქმეში, მხარეები, სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.