გუდაურში ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად, გუდაურში, კურორტზე, ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, შეხვედრას დაესწრო.
ყაზბეგის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოს” (MTA), მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გუდაურში სამუშაო შეხვედრა ყველა იმ ოპერირებად უწყებასთან და კერძო სექტორთან გაიმართა, რომლებიც კურორტზე აქტიურად პოზიციონირებენ.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო სეზონის მოსამზადებელი სამუშაოები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და კოორდინირებული მუშაობის სტილი, რომელიც სამთო სათხილამურო კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, დუშეთი მერი, მთის ტრასების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციისა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი დაესწრო.