ნინო ლაცაბიძემ 2022 წლის ანგარიში, რუსთაველ ახალგაზრდებს გააცნო
ნინო ლაცაბიძემ 2022 წლის ანგარიში, რუსთაველ ახალგაზრდებს გააცნო.
რუსთავის მერმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენა, ახალგაზრდებთან შეხვედრით დაასრულა.
შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძემ დეტალურად ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რომელსაც მერია ახალგაზრდების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.
“2022 წლის ანგარიში გავაცანით სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს, რა თქმა უნდა ყველაზე საინტერესო ჩემთვის ახალგაზრდებთან შეხვედრა იყო. მათ ძალიან ბევრი საინტერესო შენიშვნა და მოსაზრება ჰქონდათ. ვისაუბრეთ, როგორც 2022 წელის ანგარიშზე, ასევე 2023 წელს განსახორციელებელ პროექტებზეც”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნონო ლაცაბიძემ.
მერის 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაციას სტუდენტები, საჯარო სკოლების უფროსკლასელები და
ახალგაზრდა რუსთაველი მცირე მეწარმეები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა და ნინო ლაცაბიძემ ახალგაზრდების მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხა.
განათლების, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობა, ეს ის თემები იყო, რომელთა მიმართაც რუსთაველმა ახალგაზრდებმა განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატეს.
ნინო ლაცაბიძემ დეტალურად ისაუბრა, თუ რა სამუშაო შეასრულა რუსთავის მერიამ აღნიშნული სფეროების განვითარებისთვის და 2023 წლის ბიუჯეტის მთავარ მიმართულებებზეც გააკეთა აქცენტი.
2022 წლის ბიუჯეტის ანგარიში, გასული კვირის განმავლობაში, რუსთავის მერმა არასამთავრობო სექტორს და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსაც წარუდგინა.