შიდა ქართლის რეგიონში სემინარი „მდგრადი აკვაკულტურის ხელშეწყობა განვითარების და მართვის სამართლებრივი, ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩოს მიმოხილვა“ გაიმართა

აკვაკულტურის ახალი კანონმდებლობის გაცნობისა და ფერმერთა ცნობიერების ასამაღლებლად, შიდა ქართლის რეგიონში სემინარი „მდგრადი აკვაკულტურის ხელშეწყობა განვითარების და მართვის სამართლებრივი, ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩოს მიმოხილვა“ გაიმართა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სემინარში, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციების, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი აკვაკულტურის სექტორის მეურნეობების წარმომადგენლებმა მიიღეს.

სემინარის ფარგლებში, მონაწილეებს „აკვაკულტურის შესახებ“ კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების და ტექნიკური რეგლამენტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ, 2023 წლის 1 მარტამდე, აკვაკულტურის საქმიანობის განმახორციელებელ პირებს ვალდებულება აქვთ, აკვაკულტურის ნებართვა აიღონ და შესაბამისი განაცხადი სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარუდგინონ. ნებართვის აღებისგან განთავისუფლებულია მცირე მოცულობის – 50 კუბური მეტრისა და რეცირკულარული აკვაკულტურის კონსტრუქციით აკვაკულტურის საქმიანობის განმახორციელებელი პირები.
მსგავსი ტიპის შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაიმართება ფერმერთათვის და დაინტერესებული პირთათვის აკვაკულტურის ახალი კანონმდებლობის გაცნობის, დარგის პოპულარიზაციის და ცნობიერების ამაღლების მიზნით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები