გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
“სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 998 მეტრია.
პროექტის ღირებულება 774 064,69 ლარია.
პროექტით გათვალისწინებულია ეზოში შესასვლელებისა და ტროტუარების მოწყობასაც.
ბაგრატიონის ქუჩაზე მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებულა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.