სამტრედიის მერიაში დავით ბახტაძის ხელმძღვანელობით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს. მათ შორის, დეტალურად იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

“დავით ბახტაძემ შეხვედრის მონაწილეებს, დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა და ინფორმაცია მიაწოდა იმ მასშტაბური პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელებაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით იგეგმება.

შეხვედრაზე განიხილეს მომდევნო წლის ბიუჯეტის პარამეტრები.

თავის მხრივ, საბჭოს წევრებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს თავიანთი წინადადებები და მოსაზრებები გააცნეს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განმარტა მომავალში საბჭოს აქტიური მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები