ლადო მგალობლიშვილი: “ნაცმოძრაობამ” გამოაცხადა თვითლიკვიდაცია, რაც გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ რეალობას

“ნაციონალური მოძრაობა” პირველად, 20-წლიანი მმართველობის ისტორიაში, ჩადგა ქართველი ხალხის სამსახურში და გამოაცხადა თვითლიკვიდაცია, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლადო მგალობლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტია ქართველ ხალხს საახალწლოდ საჩუქარს უმზადებს.

„გვაქვს მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, საახალწლოდ, საჩუქარს უმზადებს ქართველ ხალხს და დარწმუნებული ვარ, ეს ასე მოხდება – აღნიშნული პარტია პირველად, 20-წლიანი მმართველობის ისტორიაში, ჩადგა ქართველი ხალხის სამსახურში და გამოაცხადა თვითლიკვიდაცია. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესი ძალიან გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ რეალობას და სპექტრს.

უახლოეს მომავალში, არის სრული მოლოდინი იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ფორმით ვეღარ იარსებებს და მისგან დარჩება მელიები, „ციყვები, მგლები“ და ა.შ.
ეს იქნება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ახალი ერა, ახალი პოლიტიკური ცხოვრების დასაწყისი, სადაც ყველაზე დიდი მავნებელი პოლიტიკური ორგანიზაცია აღარ იარსებებს. ამიტომ მივესალმებით ყველა იმ პროცესს, რაც დღეს მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა მგალობლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები