“სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერების” პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების მონაწილეობის კიბისა და ლიდერობის თემატიკაზე მორიგი შეხვედრა გაიმართა
“სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერების” პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების მონაწილეობის კიბისა და ლიდერობის თემატიკაზე მორიგი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ,,სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერების პროგრამა“ ტრენინგპროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საჯარო სკოლების თვითმმართველობების გაძლიერებასა და გააქტიურებას.
“პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით წელს მეოთხედ ხორციელდება და მასში 150-ზე მეტი აქტიური ახალგაზრდაა ჩართული.
პროგრამის მხარდამჭერები არიან შვედეთის საერთაშორისო ადგილობრივი დემოკრატიის ცენტრი (ICLD), ,დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა (FID), ,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი, საზოგადოება ,,ბილიკი“ და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.