აჭარის მთავრობა სერგო თურმანიძის ოჯახს მატერიალურად დაეხმარება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან სერგო თურმანიძეს და მის ოჯახს მატერიალური დახმარება გაეწევა.
აჭარის მთავრობის ცნობით, ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ირიცხება და ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში.
მოზარდი, და-ძმასთან და დედასთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.