გორში მაღალმთიანი სოფლების – ორმოცისა და მღებრიანის დამაკავშირებელი გზის გაწმენდა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების, ორმოცისა და მღებრიანის დამაკავშირებელი გზის გაწმენდა მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 12 კილომეტრამდე გზის გაწმენდით სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული გზის მონაკვეთზე გადაადგილებისას მძღოლებს გაუვალი გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები