ფოთში ნიკოლაძის სანაპიროზე გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
ფოთში, ნიკოლაძის სანაპიროზე გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში 1კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება ორფენიანი ასფალტბეტონის გზის საფარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა, სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები, უსაფრთხოების კუნძულები.
“ასევე, მოეწყობა ველობილიკი. მიმდინარე სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 2 295 064 ლარს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.