ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ ფარახეთში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო დასრულებული გზის რეაბილიტაციის მდგომარეობას.
“პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ ფარახეთის საავტომობილო გზის დაახლოებით 1 კმ სიგრძის მონაკვეთს, დაიგო ასფალტბეტონის საფარი, სანიაღვრე არხების და მიწისქვეშა გადამღვრელების გათვალისწინებით.
სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შპს “ამბროლაურის ავტოგზა N10″-მ შეასრულა.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 200 000 ლარი შეადგინა (90% სახელმწიფო – 10% ადგილობრივი ბიუჯეტი).
პროექტი მრავალწლიანია და სოფელ ფარახეთის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წელს გაგრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი სისტემატურად განხორციელდება”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები