ლაგოდეხში ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების საწარმო ამოქმედდა

სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კომპანიის ,,ბიობამბი’’ ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების საწარმო ამოქმედდა. სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 125,000 ლარია.

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” ფარგლებში ახორციელებს.

სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 77 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 7,800,000 ლარს აღემატება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები