ქედის ცენტრალურ გზაზე, სოფელ დოლოგანთან, ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.
მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, 5 დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
პირველადი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 2 მცირეწლოვანია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დეტალებს “კვირა” შს სამინისტროში არკვევს.