მცხეთის მერია ძველ ქანდაში განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაციას აქვეყნებს 

მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“მათ შორის, მიმდინარე წელს ძველ ქანდაში არსებული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოებისთვის თანხა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო.
პროექტის ფარგლებში შეიცვალა მოედნის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები, შემოიღობა და მოწესრიგდა რკინის კონსტრუქცია.
ასევე, კონტრაქტორი შპს ,,ერ ტე დე“-ს მიერ სოფელში განხორციელდა შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მცხეთის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
პროექტის ფარგლებში მოასფალტდა მეორე, მერვე და მეხუთე ქუჩები.
სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხით კი ორ ქუჩაზე სარწყავი არხის რეაბილიტაცია ჩატარდა.
მოსახლეობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა და რეაბილიტაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები