ოზურგეთში ტრადიციული სახალხო ზეიმი “ალეგრობა 2022” გაიმართება
ოზურგეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ალეგრობა 2022“ 6 ნოემბერს ჩატარდება – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე ისაუბრა.
„ გაცნობებთ, რომ ოზურგეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ალეგრობა-2022“ 6 ნოემბერს ჩატარდება. ოზურგეთის მერია და ჩვენი შესაბამისი სამსახური თანამოქალაქეების და სტუმრებისთვის საინტერესო ღონისძიებებს გეგმავს: ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა; გურული კერძების მასტერკლასი; საბავშვო გასართობი სივრცე; თანამედროვე ცეკვებისა და სიმღერის საბავშვო კონცერტი და ფოლკლორული ანსამბლები. „ალეგრობა“ დასრულდება ფეიერვერკით და გალა კონცერტით, სადაც ოზურგეთის საპატიო მოქალაქეებსაც დავაჯილდოებთ. გეპატიჟებით ყველას, ერთად აღვნიშნოთ ალეგრობა-2022,“ – თქვა მერმა.