დმანისში, განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში, 4 პროექტი განხორციელდა

დმანისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული განახლებული რეგიონების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 4 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. პროექტების საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა. ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს.
“დმანისის მუნიციპალური ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული სივრცეები და შადრევნები მოეწყო, განხორციელდა კულტურის სახლის ფასადისა და „თავისუფლების ხეივანის“ მშენებლობა – რეაბილიტაცია, შეიცვალა მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები, აღდგება დაზიანებული ბორდიურები, მოწესრიგდა დასასვენებელი სივრცეები, დეკორატიული შემოღობვითა და გარეგანათებებით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები