სამტრედიის მერიაში “თხილის ბაღების ხელშეწყობის” პროგრამასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ახალი პროგრამა იწყება.
,,თხილის ბაღების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამით” გათვალისწინებული საკითხები სამტრედიის, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გააცნეს. შეხვედრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.
სამტრედიის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია შეკრებილებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ მიაწოდა.
“პროგრამის ფარგლებში ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც
0,2 -3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას. ქულები აგრობარათზე დაირიცხება.სამი ჰექტრი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები კი ისარგებლებენ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის. სახელმწიფო კრედიტის 8 %-ს დააფინანსებს.
პროგრამის წარდგენის შემდეგ, შეხვედრის მეორე ნაწილი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრეთა შეკითხვებს ლაშა შალამბერიძემ და
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორი გიორგი თოდუამ უპასუხეს.
პრეზენტაციას სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების მერიების, საკრებულოებისა და სამივე მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.