ქარელის სოფელ ძლევიჯვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა
ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა, ამჯერად, სოფელ ძლევიჯვარში შიდა საუბნო გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
“ამ ეტაპზე ხორციელდება რკინაბეტონის კიუვეტებისა და გზის საფარის ქვედა ფენის მოწყობა მსხვილმარცვლოვანი ასფალტბეტონით.
პროექტის ფარგლებში დაიგება 819 მეტრი გზის საფარი.
პროექტი ფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჰედეფ ჯორჯია“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.