ქარელში, სოფელ ლეთეთში გზის ასფალტირების სამუშაოები გრძელდება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეთეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.

მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა ლეთეთში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ქარელის მერიის ცნობით, ადგილზე მოწყობილია საყრდენი კედლები, 1400 მმ-იანი წყალგამტარი მილი და დაგებულია გზის ქვედა ფენა მსხვილმარცვლოვანი ასფალტბეტონის საფარით.

“სულ დაიგება 1140 გრძივი მეტრი ასფალტის საფარი.
პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს „შარა“, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები