ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტი დაცხრილეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტი დაცხრილეს, რის შედეგადაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ გვიან მოხდა. იმ დროს შენობაში არავინ იყო.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები