ავარია გორში – ავტომობილი ბავშვსა და ქალს დაეჯახა
გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. კომბინატის დასახლებაში მანქანა ქალსა და ბავშვს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
ადგილზე მობილიზებულია, პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელსაც დაშავებულები კლინიკაში გადაჰყავთ.