საოკუპაციო ძალების მიერ მეჯვრისხევის სასაფლაოდან გატაცებულ სამ მოქალაქეს შორის ერთი არასრულწლოვანია

სოფელ მეჯვრისხევიდან ოკუპანტების მიერ გატაცებულ, საქართველოს სამ მოქალაქეს შორის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე, 17 წლის მოზარდია.

როგორც უკანონოდ დაკავებულების ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებს უთხრეს, გატაცებულები სხვადასხვა საქმეზე იყვნენ წასულები და სოფელ მეჯვრისხევის სასაფლაოსთან ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ.

ერთ-ერთი გატაცებულის, ვალერი ჯოხაძის ოჯახში ამბობენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მედიკამენტების მუდმივი მოხმარება სჭირდება.

ცნობისთვის, უკანონო დაკავების ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა.
როგორც უწყებაში განაცხადეს, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები