გორის მერი საფრანგეთში საქართველოს ელჩს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილს შეხვდა.

გორის მერიის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.
შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილიც ესწრებოდა.

“შეხვედრაზე ისაუბრეს გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მომავალ თანამშრომლობაზე სპორტის, კულტურის და განათლების მიმართულებით.
გოჩა ჯავახიშვილი ცნობილი ქართველი დიპლომატია, რომელიც საქართველოს სრულუფლებიან ელჩად საფრანგეთში ცოტა ხნის წინ დაინიშნა. იგი წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტიდანაა.
გოჩა ჯავახიშვილი წლების მანძილზე მუშაობდა ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე, უდიდესი წვლილი მიუძღვის ლევილის მამულისა და შატოს საქართველოსთვის გადმოცემის საქმეში”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები