ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა “ქართული ოცნება” დატოვა და “ხალხის ხმას” შეუერთდა

ბათუმის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო ცხვარაძემ პარტია დატოვა და “ხალხის ხმა”-ს შეუერთდა. ამის შესახებ განცხადება ცხვარაძემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

დეპუტატის განცხადებით, ამ ფორმით უფრო ადვილად მოახერხებს ხალხთან ახლოს ყოფნას. ცხვარაძეს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო  “ქართულ ოცნებაში” განმარტეს, რომ მას ხალხთან ურთიერთობას არავინ უშლიდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები