რუსთავში მგელმა 77 წლის ქალი დაგლიჯა
რუსთავში მგელმა 77 წლის ქალი დაგლიჯა. შემთხვევა სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის მიმდებარედ მოხდა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.