სამტრედიაში, სოფელ იანეთში ახალი ბაგა-ბაღი შენდება

სამტრედიაში, იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს  75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი საბავშვო ბაღი, ყველა  თანამედროვე სტანდარტს უპასუხებს, კეთილმოეწყობა ეზო, სადაც განთავსდება ატრაქციონები და სათამაშო მოედანი.
ბაგა-ბაღის მშენებლობის პროცესს  მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან, ამირან თევდორაძესთან
და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
“სამტრედიაში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. ამჟამად ვიმყოფებით სოფელ იანეთში, სადაც გადამწყვეტ ფაზაში შედის საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. ბაღის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს”, – აცხადებს დავით ბახტაძე.
როგორც ადგილობრივმა სვეტლანა ლეკვეიშვილმა აღნიშნა, ბაგა-ბაღის მშენებლობით ადგილობრივების დიდი ხნის სურვილი ასრულდა.
სამუშაოებს სამტრედიის  მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ინჟმშენი 96” ასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები