რუსთავი-გარდაბნის გზაზე ცემენტის ქარხნასთან, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვს მუნიციპალური ავტობუსი დაეჯახა. ის გარდაბნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
მძღოლი, რომელიც მუნიციპალურ ტრანსპორტს მართავდა დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.