ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა – მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები
ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. უხვი ნალექისგან შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
ადგილზე ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი შესაბამის სამსახურებთან ერთად იმყოფება.
,,ბათუმის წყალის” მობილური ჯგუფების მიერ ხორციელდება სანიაღვრე ჭებისა და არხების გაწმენდითი სამუშაოები და შესაბამისი სალიკვიდაციო ღონისძიებები. უხვი ნალექის გამო კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები, რამაც გამოიწვია მიმდებარე ქუჩების დატბორვა. შემოერთებულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიწის მასის ჩამოშლა. წყლის დროულად გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი”,- აღნიშნულია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.