დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო
ამ დროისთვის ირაკლი ხახუბიას ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. დეპუტატის სახლში სამართალდამცველები მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით, ოჯახის წევრებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამავე ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.
ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო. ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხვერპლა.