ფოთში 23 წლის მამაკაცს ეძებენ
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები ღია ზღვაში მიმდინარეობს. პროცესში ჩართული არიან მყვინთავები და მაშველები. ასევე, ხდება სანაპიროს დათვალიერებაც.
გავრცელებული ცნობით, 23 წლის მამაკაცი სახლიდან სამი დღის წინ გავიდა, ბოლოს ის ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა კამერებმა, ზღვისკენ მიმავალი დააფიქსირეს, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.