მარნეულში მამაკაცი დაჭრეს

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მულით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები