“პარტია ფინანსდება საქართველოდან გაქცეული დამნაშავის დავით კეზერაშვილის მიერ” – შიდა დაპირისპირება “ნაცმოძრაობის” ხელვაჩაურის ორგანიზაციაში

ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე მალხაზ თავდგირიძე თანაგუნდელებს უკანონო მოსმენებსა და შანტაჟში ადანაშაულებს. მისივე თქმით, პარტიას აქტიური წევრები ტოვებენ მიზეზი კი ისაა, რომ “ნაცმოძრაობას” დავით კეზერაშვილი აფინანსებს.

“მე ვტოვებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტს და ასევე, პარტიასაც. ჩემ მიმართ განხორციელდა უკანონო ქმედებები. ჩემი პირადი საუბრები და სატელეფონო მიმოწერები გავრცელებული იქნა მესამე პირებზე და მიმდინარეობდა ჩემი შანტაჟი.

პარტიიდან მოთხოვნა იყო, რომ დამეტოვებინა როგორც ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა, ასევე საკრებულოც და საერთოდ წავსულიყავი სახლში. პარტიას ტოვებენ აქტიური წევრები, რაც გამოწვეულია იქიდან, რომ პარტია ფინანსდება საქართველოდან გაქცეული დამნაშავის დავით კეზერაშვილის მიერ,” – აცხადებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე მალხაზ თავდგირიძე.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება 159-ე მუხლით, რაც პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვებას, გამოყენებასა და გავრცელების ფაქტს გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები