მარტვილში თოჯინების თეატრი დაარსდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, მარტვილში კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი დაარსდა.
მერიის ცნობით, თეატრის დაარსების პრეზენტაცია და თოჯინების პირველი სპექტაკლის პრემიერა დღეს შედგა. თეატრის დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „წითელქუდა“ წარასდგა.
“სპექტაკლის პრემიერას მარტვილელ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მარტვილის მერმა თორნიკე ჯანაშიამ თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული ასპარეზი უსურვა.
აღნიშნული თეატრი პერიოდულ ხასიათს ატარებს და მარტვილელ პატარებს ხშირად შესთავაზებს საინტერესო სპექტაკლებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.