გორი პოლონურ – ქართულ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, მუნიციპალიტეტის საინვესტიციო შესაძლებლობებზე და პერსპექტივებზე პრეზენტაცია წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ფორუმის მიზანია თითოეული მუნიციპალიტეტის უნიკალური ბუნებრივი პირობებისა და რესურსების გათვალისწინებით საინვესტიციო გარემოს შექმნა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. ფორუმის ფარგლებში რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ეძლევათ წარმოაჩინონ საინვესტიციო პოტენციალი და შეთავაზებები, გაეცნონ ინვესტორთა მოლოდინებს და ხელი შეუწყონ ქართველ და პოლონელ მეწარმეებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარებას.
„პოლონურ – ქართული საინვესტიციო ფორუმი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პოლონეთის განვითარების ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა – “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” მხარდაჭერით იმართება.
ფორუმი ტარდება საქართველოს და პოლონეთის ერთობლივი პროექტის “საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მეწარმეობის განვითარება” ფარგლებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.