ფოთში ფოთის “კოლხეთი 1913-ის” პრეზიდენტის და დირექტორის, თემურ ბარქაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა
ფოთში ფოთის “კოლხეთი 1913-ის” პრეზიდენტის და დირექტორის, თემურ ბარქაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა.
ორგანიზატორთა განცხადებით, ტურნირი, რომელიც 12 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის შედგა და დასავლეთ საქართველოს 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა, ყოველწლიურად გაიმართება და მასშტაბურ სახეს მიიღებს, რაც მომავალი თაობების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ტურნირის ფინალში ერთმანეთს ბათუმისა და სამტრედიის გუნდები შეხვდნენ. თამაში სამტრედიელთა გამარჯვებით დასრულდა.
ცნობისთვის, 2006 წელს, როცა ქალაქის მთავრობამ ფოთის “კოლხეთის” დაფინანსებაზე უარი განაცხადა და ფეხბურთთან ისტორიულად მჭიდროდ დაკავშირებული ქალაქი საფეხბურთო გუნდის გარეშე დარჩა, ბიზნესმენმა თემურ ბარქაიამ შექმნა გუნდი, რომელიც მალე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. თემურ ბარქაიას ფოთის კოლხეთის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, ამიტომ, ყოველი წლის 16 ოქტომბერს მისი იუბილესადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართება, რომელიც ტრადიციულ სახეს მიიღებს.