ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო მცხეთობის დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა
თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, რა დროსაც 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა, მცხეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა.
ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
მერიის გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთაში დაანონსებულ მცხეთობა-სვეტიცხოვლობის სახალხო-სადღესასწაულო ღონისძიებებს აუქმებს და მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.