გოგი მეშველიანი ორი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

დასრულდა თეთრიწყარო-ტოფანი-დაღეთი-ბოლნისის სახელმწიფო გზის მეორე ეტაპის 6 კმ- იან მონაკვეთზე მშენებლობა. ამ დროისათვის მიმდინარეობს საგზაო ნიშნების მოწყობა.

პროექტის მიმდინარეობას საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პავლე გამყრელიძესთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ, გიორგი დოხტურიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად გაეცნო.

„უმნიშვნელოვანესი პროექტის დასრულებისკენ მიმავალ პროცესს დავესწარით დღეს. რამდენიმე წლის წინ დაიწყო ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა და ეს მონაკვეთი გახლდათ ბოლო ამ პროცესის რთული და საბოლოო აკორდი.
თეთრიწყარო-ტოფანი-დაღეთი-ბოლნისის სახელმწიფო გზის მეორე ეტაპის 6 კმ-იანი მონაკვეთი სრულდება და მიმდინარეობს საგზაო ნიშნების მოწყობა. აღსანიშნავია, რომ დღემდე მისასვლელი, შემოვლითი 55 კილომეტრიანი გზის მანძილის სამჯერ შემცირედა. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია ორივე მუნიციპალიტეტისთვის, როგორც სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით ასევე ტურისტული განვითარებისთვის“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

საქართველოს გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით სამუშაოებს ახორციელებს შპს ,,ჯეოინვესტი”.

მაჟორიტარმა სამუშაოს ხარისხიანად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა კომპანიას , ხოლო პროექტის განხორციელებისთვის საქართველოს მთავრობას „მინდა მადლობა გადავუხადო სამუშაოს შემსრულებელ კომპანიას, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია, მაღალხარისხიანი გზის მშენებლობის პროცესში. განსაკუთრებილი მადლობა საქართველოს მთავრობას და გზების დეპარტამენტს, ამ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის განსაზღვრისა და განხორციელებისთვის.“ აღნიშნა გოგი მეშველიანმა

აღნიშნული გზა დააკავშირებს 2 მუნიციპალიტეტს ბოლნისისა და თეთრიწყაროს . გარდა ამისა უშუალოდ გაივლის 3 სოფელზე. არსებულ გზაზე გადის საერთაშორისო ველოტურიზმის მარშრუტი და შესაბამისად უამრავ ვიზიტორს მოემსახურება რაც ,მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც მუნიციპალიტეტებს შორის კავშირს, ასევე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას და ტურისტების ნაკადების ზრდას. ხაზგასასმელია, ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო გზა არასდროს ყოფილა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები