წალენჯიხის მერის მანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს.
მისივე თქმით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
“ეს ფაქტი, დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა. ჩემი პირადი ავტომობილია დამწვარი. მანქანა 100%-ით იყო გამართული. ექსპერტიზა ჩატარდა, მალევე მოვიდა პოლიცია და გამოძიება დაიწყო”, – განაცხადა გია ხარჩილავამ.
შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსრკ 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.