ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

გადაუღებელი წვიმის გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე პრობლემები შეიქმნა. ინფორმაციას ამის შესახებ წალენჯიხის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, წვიმის შედეგად დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები ქალაქ წალენჯიხის, ქალაქ ჯვარის, ასევე ფახულანის, ლიის, საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში.

“დაიტბორა გზები, პრობლემები შეექმნა ტრანსპორტს.

შემთხვევის ადგილებზე გასულია სტიქიის შემსწავლელი კომისია და შეისწავლიან არსებულ პრობლემებს,რათა მოხდეს ზარალის აღმოფხვრა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები