საგარეჯოს მერი: წელს შევძელით და არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გადავუჭერით მოსახლეობას, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სოციალური და ჯანდაცვის კუთხით

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა, პირველ მოადგილესთან ემზარ კუჭუაშვილთან ერთად, ე.წ. მე-11 ქუჩის მოასფალტების სამუშაოები მოინახულა, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივებთან საუბრისას, თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის.
” მე ამაყი ვარ, რომ ჩემი მერობის პერიოდში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით. სხვა დანარჩენ პროექტებთან ერთად, წელს, შევძელით და არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გადავუჭერით მოსახლეობას, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სოციალური და ჯანდაცვის კუთხით. როგორც არსებულ, ასევე მომავალ საჭიროებებზე რეაგირება, ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის დასახული სტრატეგიისა და პროგრამების მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელ სამუშაოებს. ასე რომ, ამ მიმართულებით აუცილებლად აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას”,- აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა მოსახლეობასთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები