ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
“ყველა მასწავლებელს, განსაკუთრებით ჩვენს გორელ პედაგოგებს ვულოცავ პროფესიულ თარიღს! გისურვებთ წარმატებებს და მოსწავლეების სიყვარულს. მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე ზრუნვაა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თქვენი შრომა კიდევ უფრო მეტად დაფასდეს. იზრდება საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები. მთავრობის მხრიდან იწყება 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა.” – აღნიშნა ღონისძიებაზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
ღონისძიებაზე საკუთარი შემოქმედება პედაგოგებმა და მათმა აღსაზრდელებმა წარმოადგინეს. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების და მხატვრული ტილოების გამოფენა.
ღონისძიების დასასრულს პედაგოგებს მადლობის სიგელები გადაეცათ.