სამტრედიაში, ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში 2კმ-იანი გზა იგება

სამტრედიის  მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, 37-ე და 38-ე ქუჩებზე ასფალტ-ბეტონით მოპირკეთების სამუშაოები დაათვალიერა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით აღნიშნულ ლოკაციაზე 2 კმ-იანი, მჭიდროდ დასახლებული მონაკვეთი წესრიგდება.

“სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ყველაფერი ხარისხიანად სრულდება. დაცულია გეგმა-გრაფიკი. პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არქეოპოლისი”, აღნიშნული გზის მოწესრიგება კომფორტულ პირობებს შეუქმნის ადგილობრივებს გადაადგილებისთვის, ასევე ხელსაყრელი პირობები შეიქმნება საოჯახო მეირნეობებისთვის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანისა და რეალიზებისთვის”,  – განაცხადა დავით ბახტაძემ.

როგორც მერის წარმომადგენელმა ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნუგზარ ნუცუბიძემ განმარტა, ამ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები