“აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო შერატონში ფორუმი გაიმართა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო შერატონში ფორუმი “აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმზე სტუმრები რეგიონში წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივ მაჩვენებლებს და წარმოების გაზრდის შესაძლებლობებს გაეცნენ. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი პროდუქცია.
ღონისძიების მიზანია რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის გაზრდა, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია, ექსპორტის ხელშეწყობა, ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარება და აგრარულ დარგში დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლება.
„ჩვენი მიზანია რეგიონის ფერმერთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობით. ვიმედოვნებთ, რომ ღონისძიება აგრარულ სფეროთი დაინტერესებულ პირთათვის იქნება ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული’’. თავის გამოსვლაში განაცხადა მინისტრმა.
ფორუმს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, მუნიციპალიტეტის მერები, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, სავაჭრო სამრეწველო პალატის, 50-მდე უცხოური და ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები