გორის მერია შშმ ბავშვებისთვის სოციალურ პროექტს ახორციელებს
გორის მუნიციპალიტეტის მერია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან” თანამშრომლობით შშმ ბავშვებისთვის სოციალურ პროექტს ახორციელებს.ამის შესახებ “კვირას” გორის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, მერია აფინანსებს ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამებს, რომლებშიც აქტიურადაა ჩართული გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
“სარეაბილიტაციო პროგრამების მიზანი, ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.
პროექტი მერიის „სოციალური თანადაფინანსების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება.
გარდა სარეაბილიტაციო პროგრამებისა, უწყება ცენტრის ბენეფიციარებს ტიხრული მინანქრისა და პარაოლიმპიური სპორტის სახეობის „ბოჩას” შემსწავლელ კურსებსაც უფინანსებს. პროექტები გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული და სპორტული პროექტების თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში ხორციელდება”,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.