დავით შერაზადიშვილი ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის მეორე შეხვედრას დაესწრო
ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის, არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების განხილვის მიზნით, თბილისში ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის მეორე შეხვედრა გაიმართა.
ფორუმი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პროექტის ორგანიზებით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) თანამშრომლობით მოეწყო. ღონისძიება ,,ათეას“ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, ადამიანის უფლებების საკითხებზე ევროსაბჭოს კონგრესის მომხსენებელთან ჰერალდ ბერგმანთან ერთად გახსნა.
ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის მეორე შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მირიანაშვილი ესწრებოდნენ.
ფორუმის მონაწილეებმა, საბაზისო შეფასების დროს თავმოყრილი მონაცემების პრეზენტაციები მოისმინეს და ექსპერტებთან ერთად, პრიორიტეტებად მიჩნეული სფეროების შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. „ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმი“ მიმდინარე წლის დასაწყისში, ,,ათეას“ წევრი, 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის პირველი პირების ჩართულობით ჩამოყალიბდა.