FIDE-მ ლანჩხუთელ მოჭადრაკეს, 8 წლის ნიკოლოზ ჟორდანიას საერთაშორისო რეიტინგი მიანიჭა
8 წლის ნიკოლოზ ჟორდანიას მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაცია ფიდემ (FIDE) საერთაშორისო რეიტინგი მიანიჭა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
“8 წლის ნიკოლოზ ჟორდანიას მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაცია ფიდემ (FIDE) საერთაშორისო რეიტინგი მიანიჭა.
ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად შეხვდა ნიკოლოზს წარმატება მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ნიკოლოზ ჟორდანია ლანჩხუთის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელია. ის პირველი ლანჩხუთელი მოჭადრაკეა, რომელმაც ასეთ პატარა ასაკში მოიპოვა საერთაშორისო რეიტინგი”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.